თეგებით ძიება

ევროპარლამენტარები კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს.

"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის განხილვებში, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია“, - მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა წაიკითხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა