თეგებით ძიება
15. 12. 2022 მსოფლიო

მე მჭირდება ტანკები და მეტი იარაღი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია დაკომპლექტებულია და მას მეტი იარაღი სჭირდება.

"ჩვენ გვყავს საკმარისი ხალხი და მე ნათლად ვხედავ რაც მჭირდება. მე არ მჭირდება ასობით ათასი ადამიანი, ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალები“, - აღნიშნა მთავარსარდალმა.

როგორც ზალუჟნიმ აღნიშნა, უკრაინა აკვირდება ფრონტის გარშემო ვითარებას და რუსეთის მზადებას მეორე შეტევისთვის.

"ჩვენ გვჭირდება რესურსების დაგროვება, გრძელი და რთული ბრძოლებისთვის, რომელიც შეიძლება მომავალ წელს დაიწყოს“, - აცხადებს ზალუჟნი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა