მოხარული ვარ, რომ საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე - ევროკომისიის პრეზიდენტი
შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე. ახლა ჩვენ ვაგებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.