თეგებით ძიება
20. 12. 2022 COVID - 19

"კოვიდი უკონტროლო გახდა!... ახალი ვარიანტის ჩამოაყალიბების ალბათობა მაღალიa…" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჩინეთში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ კოვიდის ახალი შტამიც ჩამოყალიბდეს.

"ჩინეთში არმაგედონი დაიწყო! კოვიდი უკონტროლო გახდა!
ის, რაც მსოფლიომ 2 წლის მანძილზე გადაიტანა (კოვიდის 9 ტალღამდე), ჩინეთს ერთბაშად გადაუვლის ამ ზამთარს. სავარაუდოდ, 3 ტალღა ექნებათ თებერვლის ბოლომდე.
სამწუხაროდ, ადრეული შეფასებები გადასახედი გახდა და დღეს უკვე საუბარია, ჩინეთში სავარაუდოდ, 1 მილიონი მსხვერპლზე მხოლოდ ამ ზამთარს!
სავარაუდოდ, ჩინეთში 800 მილიონამდე დაინფიცირებულის ფონზე ახალი ვარიანტის ჩამოაყალიბების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი…
ყველგან, სადაც პოლიტიკოსები ერევიან ჯანდაცვის სფეროში “ექსპერტებად”, ყველგან გვაქვს პრობლემები. ნათელი მაგალითებიც გვაქვს, შვედეთი, ბრაზილია, ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი და, აგერ, საქართველო…
საქართველოში კი არის არაერთგზის ჩამოყალიბებული “ჯოგური იმუნიტეტი” და ამ ზამთარს უკვე ჩვეულებრივ “რეჟიმში” გადავაგორებთ. ოღონდ “ზამთარი” იქნება მარტის ჩათვლით და პირბადე მაინც გამოიყენეთ", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze
#გიორგიფხაკაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა