თეგებით ძიება
21. 12. 2022 მსოფლიო

ზელენსკიმ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ქვეყანა დატოვა - უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში მიფრინავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ქვეყანა დატოვა.

მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე, სიტყვით მიმართავს შეერთებული შტატების კონგრესს.

პარალელურად, მძიმე ბრძოლებია ფრონტის ხაზზე. რუსულმა ჯარებმა ავიეიერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეზე. მძიმედ დაჭრილია 1 ადამიანი. დაზიანებულია 2 საცხოვრებელი კორპუსი და კერძო ავტომობილები. ოკუპანტებმა 19 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლების მიმართულებით; ქალაქ ხერსონში ოკუპანტები თავს დაესხნენ იტალიელ ჟურნალისტებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა