არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი - თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვინ იქნება სახალხო დამცველი უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები. ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ასევე დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი.
ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. შესაბამისად, ის, ვისაც ოპოზიცია უჭერს მხარს, ზოგიერთი მათგანი არის მხარდაჭერილი, რადგან იმედი აქვთ, რომ მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავს. ჩვენ კი გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია.