თეგებით ძიება

"თავისუფლება მიშას!" - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი გაშალეს

"თავისუფლება მიშას!" - ამ წარწერით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბანერი გაშალეს.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს მოჰყვა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ.

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაზე პასუხი უნდა აგოს. უზრდელი ხართ და არ მოგეცემათ უფლება, რომ ისაუბროთ“, - მიმართა ოთარ გრიგოლიამ კუპრავას.

"სამარცხვინო იყო გამოხმაურებები განსაკუთრებით კობახიძის მხრიდან, რომ თითქოს სიმულირებს და წვერგაუპარსაობაზე ამახვილებდა ყურადღებას ეს წვერგაპარსული ნაძირალა" - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ზვიად კუპრავამ სიტყვით გამოსვლისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა