თეგებით ძიება
24. 12. 2022 მსოფლიო

ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე - რას ამბობს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე.

"ირანი არ ჩქარობს ამის გაკეთებას გასაგები მიზეზების გამო, რადგან როგორც კი რუსეთი პირველ რაკეტებს გაუშვებს, ირანზე სანქციების ზეწოლა გაიზრდება“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, ზაფხულში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა ირანიდან 1700 "Shahed" კამიკაძე დრონი შეიძინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა