თეგებით ძიება
29. 12. 2022 მსოფლიო

უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველთა რიგები გვიდგას - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთიდან უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველი ძალიან ბევრია.

"ჩვენ გეგმა შევასრულეთ 254%-ით. გვყავს ბევრი მსურველი არა მხოლოდ ჩვენი რესპუბლიკიდან, ყოველდღე ვიღებთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. რესპუბლიკას ჯარისკაცის პროფესიული მომზადებისთვის აუცილებელი პირობები აქვს. იმ ტერიტორიაზე, სადაც ტარდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენ მათ დაუყოვნებლივ არ ვაგზავნით, ნელ-ნელა ვწვრთნით და შემდგომში ეტაპობრივად ვრთავთ სამხედრო ოპერაციებში.

უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველი ძალიან ბევრია, ისინი რიგში დგანან. თავისი ნების საწინააღმდეგოდ იქ არც ერთი ადამიანი არ არის გაგზავნილი“, - განაცხადა კადიროვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა