თეგებით ძიება

24 თებერვლის შემდეგ პუტინი სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ პუტინი სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში.

"ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს მომგებიანი იყო პუტინისთვის, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული იყო, რომ არ მოვკვდი. გარდა იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ", - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა