თეგებით ძიება

"სააკაშვილს ოფიციალურად აპატარავებენ... მის სიმაღლეს 2 სანტიმეტრი მოაკლეს“ - ლევან ხაბეიშვილი

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს სიმაღლე ოფიციალურად მოუკლეს.

"მძი­მეა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც პა­ცი­ენტს, მას რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არ ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც პა­ცი­ენტს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე ექ­ცე­ვა, რო­გორც ოპო­ნენტს, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იზღუ­დე­ბა მისი უფ­ლე­ბე­ბი. ნაც­ვლად იმი­სა, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ, სი­მაღ­ლე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აპა­ტა­რა­ვე­ბენ. 1.94 სმ არის სა­ა­კაშ­ვი­ლი და უწე­რენ, რომ 92 არის, რად­გან 68 კი­ლო­ზე ქვე­მოთ მო­დის წონა და კრი­ტი­კულ ზღვარს სცილ­დე­ბა. ამა­საც კი კად­რუ­ლო­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბი გა­ა­ყალ­ბონ, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის­თვის, სა­დაც ცხა­დია, ამ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი წა­ა­გებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი გა­დაყ­ვა­ნა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. თუ ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ აკე­თებს, უნდა იცოდ­ნენ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ ნო­მერ პირ­ვე­ლი თემა იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ცო­ცხლე, ამ ჯო­ჯო­ხე­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ამ პი­რო­ბებ­ში სხვა პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. რო­დე­საც პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი და რა­ი­მეს დას­რუ­ლე­ბა­ზე, ეს ბუ­ნე­ბა­ში ვერ მოხ­დე­ბა, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ჭი­და­ო­ბენ და და­ნის პირ­ზე გა­დი­ან, პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არ გა­დაჰ­ყავთ.

მინ­და ვუ­თხრა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს: გა­მო­რი­ცხუ­ლია, სხვა თემა არ იარ­სე­ბებს. რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ დავ­მო­ბი­ლიზ­დეთ და სე­რი­ო­ზუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ვი­წყოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

უნდა გა­იხ­სნას პრე­ზი­დენ­ტის შტა­ბე­ბი რა­ი­ო­ნებ­ში, და­ხუ­რუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უნდა ამოძ­რავ­დეს. ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა იცო­დეს, რომ დიახ, ფი­ზი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა