"ნაპოლის“ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა... - რას ამბობს ანტონიო კასანო?
ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საფეხბურთო კბუბ, "ნაპოლიზე" ისაუბრა.
მან საკუთარი პოზიცია Bobo TV-სთან დააფიქსირა და "ნაპოლის“ შეუცვლელი ფეხბურთელი დაასახელა.
"იუვენტუსთან შეხვედრაში, ოსიმენმა სტრატოსფერული გოლი გაიტანა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ „ნაპოლის“ ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა. ამაზე სერია A-ს მიმდინარე სეზონიც მეტყველებს. კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ „ნაპოლი“ მატჩებს მათ გარეშეც იგებს. ლობოტკა უნიკალური სტილის ფეხბურთს გვაჩვენებს, სპალეტი კი მანათობელი შუქურაა“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.