თეგებით ძიება

თქვენი ლაი-ლაი, "ბლა ბლა ბლა" მობეზრდა ყველას, გადადეთ პირადი სიმპათიები, გადადეთ ყველაფერი და გავერთიანდეთ მთავარი მიზნისთვის - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თავის კოლეგებს მოუწოდებს, რომ გადადონ ყველა პრობლემა და გაერთიანდნენ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად.

"მოგმართავთ, მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს, პოლიტიკოსობა ნიშნავს ხალხის მსახურებას, პოლიტიკურ ლიდერობაა როცა გამოხატავ ხალხის ხმას და დღეს ჩვენს ხალხს შია, წყურია, ემიგრაციაში გარბის, უსამართლობა აწუხებს, უსაფრთხოება აწუხებს, ის, რომ გარეთ ვეღარ გამოდიან ეშინიათ კრიმინალების, ეშინიათ ქურდების, ეშინიათ ხვალინდელი დღის და ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას ეშინია ხვალ შვილი როგორ გაუშვას სკოლაში, აქვს კი ზამთრის ფეხსაცმელი შვილისთვის, რომ გათოვდება, გაწვიმდება, აქვს კი იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტს გადაუხადოს გადასახადი - ეს პრობლემები აწუხებს ჩვენს ხალხს და თქვენი ლაი-ლაი, ბლა-ბლა- ბლა მობეზრდა ყველას.

ჩვენი ქვეყანა არის დასახსნელი და ამ საქმეში გადადეთ პირადი დაპირისპირებები, გადადეთ პირადი სიმპათიები, გადადეთ ყველაფერი და გავერთიანდეთ მთავარი მიზნისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და პრეზიდენტ სააკაშვილის გამოხსნა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა