აქციები კიდევ უფრო მზარდი იქნება - ლევან ბეჟაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ გაჩერებას არ აპირებენ. მისი თქმით, პროტესტი უწყვეტი და თანმიმდევრული იქნება.
„აქციების რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნება, ვინაიდან, საქართველოს საზოგადოება ვერ შეეგუება 21-ე საუკუნეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„ქართულმა ოცნებამ “ პოლიტიკური შურისძიება გვერდზე უნდა გადადოს და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.
გარდა ამ პრობლემისა ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს: სოციალური, ეკონომიკური... ეს პრობლემები თავს მოიყრის და საბოლოოდ დასრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაძევებით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.