თეგებით ძიება

"შეიძლება, მთლად იგივეს გაკეთება ვერ შეძლოს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გააკეთა, მაგრამ..." - რას წერს ნუცა ბუზალაძეზე ზაზა შენგელია?

მუსიკალური ხმის ჩამწერი კომპანია, “ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია მომრერალ ნუცა ბუზალაძის “American Idol”-ში მონაწილეობის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი მომღერალი პოზიტიურად წარმოაჩენს საქართველოს.

"და აი ისიც, პირველი ქართველი მომღერალი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში “American Idol”!!! ჟიურის წევრები: ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი, ლიუკ ბრაიანი??. 

შეიძლება, მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, მთლად იგივეს გაკეთება ვერ შეძლოს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საუკეთესოდ გამოვა და გააოცებს ჟიურისაც და ამერიკულ სატელევიზიო აუდიტორიასაც და რაც მთავარია, საქართველოს ყველზე პოზიტიური მხრიდან წარმოაჩენს და ბევრ ამერიკელს აიძულებს, დაგუგლონ ინფო საქართველოს შესახებ. შეგახსენებთ, რომ მან თავისი სადებიუტო ალბომი -“Nutsa 22”, და ასევე თავისი მრავალი ჰიტი, ჩვენთან “ბრავო რექორდსში” ჩაწერა. წარმატებები, good luck Nutsa Buzaladze, you go girl!",  - წერს შენგელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა