თეგებით ძიება

„გულის შეტევა 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებში 30%-ით გაიზარდა“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო კვლევის მიხედვით, კოვიდით ინფიცირების შემდეგ გულის შეტევის შემთხვევები გახშირდა.

„ახალგაზრდები უფრო მეტად იღუპებიან გულის შეტევით COVID-ის შემდგომ პერიოდში, Მაგრამ რატომ? ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გულის შეტევა 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებში გაიზარდა 30%-ით.

მე მართლა ძალიან მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გამოვდივართ ამ საშინელებიდან და შეგვიძლია ვიფიქროთ კოვიდზე უფრო ისე, როგორც ჩვეულებრივი გაციება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის! არსებული მეცნიერული მონაცემები აშკარად ანტკიცებენ რომ კივიდი არ არის გაციება ან გრიპი.

კოვიდი უბრალოდ გრიპს არ ჰგავს, ეს ვირუსი მაინც ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა ვირუსისგან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩვენს ცხოვრებაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ...“ - წერს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა