თეგებით ძიება

"წარმოიდგინეთ, ზელენსკი რომ რუსებს ტყვედ ჩაუვარდეს და ერთი ამბავი ატეხოს - მოლდოველი ვარ, ჩემი გული იქ დამარხეთო" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებამ უნდა წარმოიდგინოს - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს, რომ ტყვედ ჩაუვარდეს.

"წარმოიდგინეთ, ზელენსკი რომ რუსებს ტყვედ ჩაუვარდეს (ღმერთმა დაიფაროს) და ერთი ამბავი ატეხოს, მოლდოველი ვარ, მოლდოვურის თარჯიმანი მომიყვანეთ და ჩემი გული იქ დამარხეთო.

წარმოიდგინეთ, ამბროსი ხელაია რომ ბოლშევიკებს ტყვედ ყავდათ, ჩემი გული სხვა ქვეყანას ეკუთვნისო, გამოეცხადებინა და ქართულად ლაპარაკი შეეწყვიტა. 

წარმოიდგინეთ მიხეილ ჯავახიშვილი.  

წარმოიდგინეთ მარო მაყაშვილი.

წარმოიდგინეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი. 

წარმოიდგინეთ … 

მერე დაფიქრდით, ლიდერს ვის უწოდებთ და იმაზეც დაფიქრდით, რომ ფარჩაკისთვის ლიდერის წოდებით, საკუთარ თავზე გაცილებით მეტს იძახით, ვიდრე სააკაშვილზე", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა