თეგებით ძიება

"მთავარია ომი არ გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ იმაზე უფრო მეტი რუსი გვყავს, ვიდრე ჯარისკაცი იქნებოდა ომის შემთხვევაში" - რის შესახებ წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში საქართველოს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" შესახებ წერს.

ის საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და მათი მუშაობით უკმაყოფილოა.

"რა მოგვიტანა ქართულმა ოცნებამ? 

1. მილიონი რუსი საქართველოში. 

2. რუსული ბიზნესების განვითარება საქართველოში.

3. რუსეთთან სავაჭრო მიმოსვლის აღდგენა. 

4. რუსული სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაწყება.

5. რუსეთისგან ქება.

6. მავთულხლართების კიდევ უფრო გადმოწევა. 

7. გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.

8. ევროპისგან წვრობის კანდიდატობაზე უარის თქმა.

9. ევროპის ფობიის დანერგვა და მუდმივი ლანძღვა საზოგადოებაში.

10. პენსიის ზრდა 100 ლარით 10 წელიწადში.

11. ყასბური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უპატრონო ადამიანებს კლავს.

ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ სიკეთეებზე საუბარს, თავადაც ბევრი აზრი მოგივათ თავში. მთავარია ომი არ გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ იმაზე უფრო მეტი რუსი გვყავს, ვიდრე ჯარისკაცი იქნებოდა ომის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქოცი ამაყობთ ასეთი საქართველოთ", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა