"ჩემი მეუღლე 20 წლის იყო, რომ გარდაიცვალა... ყოფილა დღეები სასაფლაოზე გამითენებია" - რას ამბობს ლადო ბურდული? (ვიდეო)
ყოფილი ფეხბურთელი, ლადო ბურდული თავისი ოჯახური ტაგედიის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მას 20 წლის მეუღლე გარდაეცვალა.
ამის შესახებ მან გადაცემა "სთორიში" ისაუბრა.
"ჩემი შვილები ლადოს მეძახიან, პრაქტიკულად მამაჩემმა ძმებივით გაგვზარდა. ჩემს მშობლებს 3 შვილი ჰყავთ. მე უფლება არ მქონდა შევჩერებულიყავი და მიმეტოვებინა კარიერა. ის ადამიანი ცოცხალი რომ ყოფილიყო უფრო დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი. იმ დროს მოხდა ეს ტრაგედია, როდესაც წარმატებას უნდა მიმეღწია. 20 წლის იყო რომ გარდაიცვალა... ყოფილა დღეები, რომლებიც სასაფლაოზე გამითენებია“, - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.