ლაზანია მარტივად (განსაკუთრებული რეცეპტი)
როგორ მოვამზადოთ ლაზანია მარტივად.
გთავაზობთ განსაკუთრებულ რეცეპტს.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
მარილი და პილპილი
ფქვილი - 1.00 ს/კ
კარაქი - 1.00 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 2.00 ს/კ
ტომატ-პასტა - 2.00 ს/კ
რძე - 300.00 მლ
სტაფილო - 2.00 ცალი
ხახვი - 2.00 ცალი (მოზრდილი)
მაგარი ტიპის ყველი - 100.00 გ
მოხარშული ბრინჯი - 100.00 გ
საქონლის და ღორის შერეული ფარში - 400.00 გ
თეთრი კომბოსტო - 8.00 ფურცელი
მომზადების წესი:
ადუღებულ წყალში მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლები, გააჩერეთ 5 წუთი, ამოიღეთ და გააგრილეთ. გახეხეთ ყველი, შეურიეთ ბრინჯი ფარშით. დაჭრილიხახვი და სტაფილო შეწვით ერთად, დაუმატეთ ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი.
დავიწყოთ ბეშამელის სოუსის მომზადება.
მოათავსეთ კარაქი ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ კარგად. ნელ-ნელა დაუმატეთ რძეც. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. 3-5 წუთის შემდეგ სოუსი გასქელდება. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწიკვი მუსკატის კაკალი.
საცხობ ფორმას წაუსვით სოუსი და გადაანაწილეთ კომბოსტოს ფურცლები. შემდეგი ფენა არის ფარშის, შემდეგ ბოსტნეულის, სოუსისა დაისევ კომბოსტოს ფურცლების.ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გაიმეორეთ ეს ფენები ინგრედიენტების ამოწურვამდე.
შედგით ღუმელში 170 გრადუსზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 50 წუთი.