თეგებით ძიება

ეს უნდა იცოდეთ - შორეული გალაქტიკიდან რეკორდული რადიოსიგნალი დაფიქსირდა

სამყარო ამოუცნობია... გალაქტიკა სხვადასხვა სახის რადიოსიგნალებს გამოყოფს - ამჯერად, ინდოეთში მდებარე რადიოტელესკოპმა GMRT-მა 8,8 მილიარდი წლის წინ გამოყოფილი და ჩვენთან ახლა მოსული სინათლის სიგნალი დააფიქსირა.

ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ წყალბადი კოსმოსის მთავარი საშენი მასალაა. ნებისმიერი სახით, მას ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ყველაზე დიდ მასშტაბებზე სამყაროს მახასიათებელთა შესახებ.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ასტრონომები გაფაციცებით ეძებენ ამ ელემენტის სიგნალებს, სადაც კი მისი პოვნა შეიძლება.

ეს კი ამაღელვებელ ცნობებს გვაწვდის 13,8 მილიარდი წლის ასაკის სამყაროს ერთ-ერთი ადრეული მომენტების შესახებ.

„გალაქტიკა სხვადასხვა სახის რადიოსიგნალებს გამოყოფს. ამ დრომდე ამ კონკრეტული სიგნალის დაფიქსირება მხოლოდ ახლომდებარე გალაქტიკებიდან იყო შესაძლებელი, რაც ზღუდავდა ჩვენს ცოდნას ბევრი სხვა გალაქტიკის შესახებ“, — ამბობს კანადის მაკგილის უნივერსიტეტის კოსმოლოგი არნაბ ჩაკრაბორტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა