თეგებით ძიება

სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალიდან გამქრალია დაახლოებით 7-8 საათიანი მონაკვეთი - რას ამბობენ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები?

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ პროკუატურამ სათანადო გამოძიება არ ჩაატარა. .

კომპანია ,,გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, გამოძიებას საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს.

"კომპანია „გრინსერვისმა“ შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისაგან იმ პირობით, რომ ტექნიკა იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონაჟება, აწყობა, ექსპლოატაციაში გაშვება და შემდგომი გარანტია იქნებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და ამ შადრევანმა 3 თვე იმუშავა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს. შემსრულებელ კომპანიას ბრალდება ედავება 22 სექტებერს დამატებითი სამუშაოების არ ჩატარებას" ,- ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც სამი დაკავებულის უფლებებს იცავს, მათ შორის ლაშა ფურცხვანიძისას, ამბობს, რომ სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალიდან გამქრალია დაახლოებით 7-8 საათიანი მონაკვეთი.

"ვიდეოჩანაწერი, რომელიც 12 ოქტომბერს, შემთხვევის წინა დღეს არის ფაქტობრივად დაახლოებით 7-8 სააათიანი მონაკვეთი არის გამქრალი სრულად. საორიენტაციოდ შუადღის 3 საათიდან, საღამოს 9 საათამდე. ამოღებული ვიდეომასალის ხანგრძლივობა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოძიებისთვის არ ემთხვევა ერთმანეთს და მინიმუმ 3-საათიანი მონაკვეთი არის უკვალოდ გამქრალი. ჩვენ მიერ მოპოვებული იქნა ჩვენებები მოწმეთა, სადაც მითითებულია, რომ წინა დღეს შადრევანში გადაადგილდებოდნენ "გრინსერვისის" თანამშრომლები",- ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა