თეგებით ძიება

ბოსტნეულის კატლეტები - სასარგებლო და გემრიელი

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კატლეტები ხორცის გარეშე?

დაგვჭირდება შემდეგი პროდუქტები:

ყვავილოვანი კომბოსტო - 200 გრ

ბროკოლი - 200 გრ

სტაფილო - 1 ცალი

კარტოფილი - 2 ცალი

ხახვი - 1 ცალი

მწვანილი - 0.5 კონა

ნიორი - 2 კბილი

შვრიის ფანტელი - 100 გრ

პურის ფქვილი - 1 ს/კ

სახამებელი - 1 ს/კ

შავი პილპილი (დაფქული) - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ

მომზადების წესი:

1. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გააგრილეთ, გაფცქვენით, გახეხეთ სახეხზე. გასუფთავებული სტაფილოც გახეხეთ. ხახვი, ნიორი და მწვანილი დაჭერით, რაც შეიძლება წვრილად.

2. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად, დაასხით 3 ს/კ წყალი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3-3 წუთით. დარბილებული ყვავილედები დააბლენდერეთ.

3. დიდ თასში აურიეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ზეთისა. პროდუქტები მანამ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაისველეთ ხელები წყალში და გააკეთეთ კატლეტები.

4. შემდეგ შეგიძლიათ ან შეწვათ, ან გამოაცხოთ. თუ შეწვას გადაწყვეტთ, მაშინ კარგად გაცხელებულ და თავდაუხურავ ტაფაზე უნდა შეწვათ და ზეითუნის ზეთი დაამატოთ.

5. თუ გამოცხობას გადაწყვეტთ, დაალაგეთ კატლეტები ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 220 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ და კიდევ, დაახლოებით, 15 წუთი აცხვეთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა