თეგებით ძიება

ლობიოს წვნიანი

გთავაზობთ ლობიოს წვიანის რეცეპტს, რომელიც ძალიან გემრიელი და ამავდროულად მარტივად მოსამზადებელია. 

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ლობიო - 400 გრ.

ხახვი - 2 თავი

სტაფილო - 2 ც.

ბულგალური წიწაკა - 2 ც.

ნიახური

ქინძი

ნიორი - 3 კბილი, 

ზეთი 

შავი პილპილი 

ტომატის პასტა

მარილი გემოვნებით

​მომზადების წესი: 

მოხარშეთ ლობიო (აუცილებლად გადაღვარეთ პირველი ადუღებული წყალი). გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ბულგარული წვრილად და ხახვთან ერთად მოთუშეთ ზეთში, მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი. მოასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ტომატის პასტა, მოხარშული ლობიო და ნიორი. განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ქინძი და ნიახური. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა