თეგებით ძიება

„ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვინც „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებას მუსლიმებთან აკავშირებს“ - მდინარაძის პასუხი ნაკაიძეს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელის საშუალებით, პარლამენტის წევრს, ტარიელ ნაკაიძეს პასუხობს და წერს, რომ ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, პიარული სვლაა, რაც გამოიწვევს რადიკალიზმის ყველა ფორმით წახალისებას. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის

გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება. 

სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა “რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!

ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!“ - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა, ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ განაცხადა, რომ ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებს შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. საუბარია მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის განცხადებაზე, რომლითაც მან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ რა­დი­კა­ლურ ის­ლა­მიზ­მის საფრ­თხე­ზე ყუ­რა­დღე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ა­მახ­ვი­ლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა