თეგებით ძიება

7 - რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებასა და ხასიათზე ეს რიცხვი?

ადამიანის ხასიათსა და ცხოვრებაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ მისი დაბადების თვე, არამედ დღეც, თუ რომელ რიცხვშია დაბადებული ის.

დღეს 7 რიცხვში დაბადებულ ადამიანებზე ვისაუბრებთ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ივლისის თვეში დაბადებული ადამიანებისათვისაც, რადგან 30-35 წლის შემდეგ ეს ციფრი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებასა და ხასიათზე. 

7  რიცხვში დაბადებული ადამიანები გამორჩეულად ქარიზმატულები არიან, რომელთა მთავარი ძალა სულიდან და ემოციურობიდან მოდის. ასეთ ენერგიას მოქმედება და ცვლილებები სჭირდება. აუცილებელია იმოგზაურონ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ, მათი ინტერესი მოვლენების მიმართ ფილოსოფიურია, რადგან ეს ნიშანი არა მატერიალურ, არამედ სულიერ განვითარების გზას გადის, მათი ცხოვრებისეული მოვლენები, სულიერ ზრდას ემსახურება, მათი მიზანია ჩაწვდნენ სამყაროს დაფარულ საიდუმლოებას, შეიცნონ  ამოუცნობი მოვლენები. სწყურიათ ემოციური შთაბეჭდილებები, როგორც წესი, მათ მოლოდინებს ძნელად თუ აკმაყოფილებს ვინმე ან რამე. აუცილებელია ისწავლონ სხვების აზრის გათვალისწინება და ჰარმონიული თანაცხოვრება. მეოცნებე ბუნებით  გამოირჩეულებს ეზოთერიკა და მისტიკა იზიდავთ.

 ფიქრები შფოთიანი აქვთ, ამიტომ აუცილებელია მიმართონ ტვინის დისციპლინის რომელიმე საშუალებას: ლოცვას, მედიტაციას, მანტრებს, კარგია ასევე ცეცხლის ყურებაც, ეს პრაქტიკები საუკეთესო საშუალებებია შფოთიანი გონების დასამშვიდებლად. 

გარდა შფოთიანი ტვინისა, რაც უფრო მეტად კრიზისულ დროს ახასიათებთ, ეს ადამიანები გამოირჩევიან კარგი ანალიტიკური აზროვნებით, უამრავი კარგი იდეა აქვთ, მაგრამ ის რაც აყოვნებთ ეს თავდაჯერებულობის ნაკლებობაა. ეს რა თქმა უნდა მათ სოციალურ კლასსა და აღზრდაზეც არის დამოკიდებული, რაც საეთო ჯამში განსაზღვრავს თუ რა პლიუს და მინუს თვისებებს შესძენს ციფრი 7 მათ პიროვნებას, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე დეპრესიული მდგომარეობა მაინც იჩენს თავს, როდესაც აღარაფერი ახარებთ, რადგან მათი სული ეძებს ცხოვრების მიზანს, თითქოს იქ სადღაც დატოვა ის, რაც სწყრია, თავისი ნაწილი ან იქნებ არსებობის მიზანიც... ყოველ შემთხვევაში არის პერიოდები, როდესაც ასეთ სენტიმენტალურ განწყობაზე არიან, მათი ფიქრები ხან აქ არის, ხან სადღაც მისტიკურ სამყაროში...   

აუცილებელია არ დააყოვნონ ამ დეპრესიული ფონში და არ ჩაიკეტონ სახლში. 

ბუნებაში სეირნობას და საერთოდ მოგზაურობას შეუძლია არა მხოლოდ მათი დეპრესიიდან გამოყვანა, უფრო მეტიც, მათ თავში ამ დროს უამრავი სასარგებლო იდეა იბადება. 

 სხვა უფრო მატერიალურ ციფრებთან კომბინაციაში, შეგვიძლია მივიღოთ ძლიერი გონებით გამორჩეული ადამიანი, რომელთაც შესწევთ ძალა დადონ რეალური შედეგი. 

ასეთ შემთხვევაში ენერგია ითხოვს აქტიურ მოქმედებას, მიზნის დასახვას და აქტიურ სვლას მიზნის მისაღწევად, ამასთან ეს უნდა გააკეთოს არა მარტომ, არამედ თანამოაზრეებთან ერთად, საშუალება უნდა მისცეს სხვებს მასთან ერთად განვითარდნენ, მაგალითისთვის სამსახურეობრივად, რომ ვიმსჯელოთ თავისი განყოფილება გადაიყვანოს განვითარების ახალ საფეხურზე, მისი სწორი დევიზი უნდა იყოს „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ან ჩვენ ერთად მივაღწევთ მიზანს... „

იმის გამო, რომ ეს არის მამაკაცური, მებრძოლი ენერგია, არსებობს იმის საშიშროება, რომ მინუსში ამ ადამიანებმა საკუთარი ძალა ზეწოლისათვის გამოიყენონ, ბრძოლის და ომის ფონი შექმნან ცხოვრებაში. სხვა ადამიანებთან შედარებით საკმაოდ სწრაფად მოქმედებენ, ამიტომ სხვების მუშაობის ტემპი ხშირად მათ გაღიზიანებას იწვევს. 

ოჯახში დაუშვებელია დიპლომატიური რჩევის გარდა მიიღოს თვითონ სხვის ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თუნდაც შვილის მომავალთან ან მათ ინტერესებთან დაკავშირებით. 

7 იანები კარმას ბავშვებთანაც გადიან, დიდი როლი და ადგილი უნდა ეკავოთ მათ საკუთარი შვილების ან სხვა ბავშვების ცხოვრებაში, იზრუნონ და დაუთმონ მეტი ყურადღება, მათთვის საყრდენი კედელი და თავდადების მაგალუთი უნდა გახდნენ. 

წყარო: ფეისბუქგვერდი "ნუმეროლოგია და ასტროლოგია"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა