თეგებით ძიება

საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 156 ბავშვია

საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 156 ბავშვია, ხოლო მშვილებელთა ერთიან რეესტრში 2 243 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული.

„რაც შეეხება შვილად აყვანის პროცედურებს, „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა (მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით.

გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში ბავშვის დარეგისტრირების შემდეგ, რიგითობის პრინციპის დაცვით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის მონაცემების შესაფერისი მშვილებელი პირის/ოჯახის შერჩევის შემდეგ, მშვილებელი პირი/ოჯახისათვის ბავშვის შეთავაზების შესახებ კორესპონდენციას ამზადებს.

ბავშვის შვილად აყვანაზე შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მშვილებლის მიერ წერილობით თანხმობის განცხადების შემთხვევაში, მშვილებელი ვალდებულია, დროის უმოკლეს ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის შემდეგაც მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სააგენტოს დავალებით იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

შეთავაზების მიმღები ადგილობრივი ორგანო წერილობით აწვდის ინფორმაციას სააგენტოს, აკმაყოფილებენ თუ არა კანონის მოთხოვნებს მშვილებლები, აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა უზრუნველყონ ბავშვის საჭიროებები. რის შემდეგაც, სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტი გასცემს თანხმობა/რეკომენდაციას შვილად აყვანის შემდგომი პროცედურების განხორციელების შესახებ, მიმღები ადგილობრივ ორგანო (მშვილებლის რეგისტრაციის/საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) კი ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებ. საბოლოოდ კი, დასკვნა სასამართლოს წარედგინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა