"საუკეთესო სურვილებით ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველს" - კახა კალაძეს იუბილე "მილანმა" მიულოცა
თბილისის მერს, კახა კალაძეს დაბადების დღე თავისმა ყოფილმა საფეხბურთო კლუბმა, "მილანმა" მოულოცა.
"ცხოვრების გართულება შემტევებისთვის მისი ზოგადი მოცემულობა იყო:
დაბადების დღეს გილოცავ! კახა კალაძე.
საუკეთესო სურვილებით ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს“, - წერია მისალოც წერილში.
ცნობისთვის, კახა კალაძე 45 წლის გახდა.
ქართველი მცველი "მილანის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიპოვა.
Making life hard for strikers was his default setting: have a wonderful birthday, @kakhakala! 🍰
Tanti auguri al georgiano più amato da noi rossoneri! ❤️🖤 #SempreMilan
Brought to you by @BancoBPMSpa pic.twitter.com/Jw9FK6qspq — AC Milan (@acmilan) February 27, 2023