"პოლიტიკოსების ბავშვებს რატომ სთხოვთ მშობლებზე პასუხს? ინგა გრიგოლიას შვილიშვილი რომ ბერას მონათლულია, ამის ბედნიერება აქვთ სხვა ბავშვებს?!" - დომენიკ მანგო
სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო კალათბურთის მატჩზე პოლიტიკოსების შვილების ყოფნის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ ბავშვებს მშობლების გამო არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი.
"ძალიან არ ვეთანხმები ინგა გრიგოლიას და სხვა დანარჩენებს, რომლებიც პოლიტიკოსების შვილებზე აქცენტირებენ, რომ კალათბურთის მატჩზე წაიყვანეს თავიანთი შვილები. მერე რა, რომ გამარჯვებულ კალათბურთელებთან გადაიღეს ფოტო? ან რა არგუმენტია “სხვასაც ყავს შვილები”, რატომ ცდილობთ ისეთ კენჭებს გაადინოთ წვენი, რომელსაც არ ედინება? ბავშვებს რატომ სთხოვთ მშობლებზე პასუხს? რა, მათ არ უხარიათ? თუ კი იმის საშუალება ეძლევათ, რომ ისედაც ჩაკეტილები და დაცვის გარემოში გამომწყვრდეულები, გამოდიან სახლიდან და სადღაც მაინც შეუძლიათ რამე ახლის ნახვა, იმ მშობლებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება კვირაში ერთხელ ხედავენ? დამერწმუნეთ, სხვისი შვილები შეიძლება იმ გასახდელში ვერ შედიან, თუმცა იმ ბავშვებისგან განსხვავებით ადამიანურად მაინც ცხოვრობენ თავიანთ თანატოლებთან ერთად და ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად წრეში ბურთს თამაშობენ, პოლიტიკოსების შვილები კი ვერც იოცნებებენ ამაზე. ეს ძალიან კარგად იცის ინგა გრიგოლიამ და სხვებმა, რომელიც კენჭს უჭერენ ხელს და ძალას ატანენ წვენის გამოსადენად. თავად ინგა გრიგოლიას შვილიშვილი რომ ბერას მონათლულია, ამის ბედნიერება აქვთ სხვა ბავშვებს?! როცა ამ თემას გაიხსენებ, მაშინ იტყვის შვილი რა შუაშიაო - თუმცა როცა სხვის შვილებს ეხება საქმე, მაშინ სრულ განკითხვაში უნდა მოვაქციოთ ის ბავშვები. დაანებეთ თავი შვილებს და დაეტიეთ თქვენს კერძო ბრძოლაში", - წერს მანგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ისლანდიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრას პოლიტიკოსების შვილიბიც ესწრებოდნენ. ფოტოები მთავრობის წამომადგენლებმა გამოაქვეყნენეს.