თეგებით ძიება

"თავისუფლება რთულ პასუხისმგებლობას უკავშირდება, თუმცა დილას, თვალს რომ გაახელ, სჯობს შენი გადასაწყვეტი იყოს, რას, როდის და რა მიზნით გააკეთებ" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში თავისუფლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ყოველი ახალი დღე გამოწვევაა, რომელსაც გაცნობიერებული პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ.

"ერთხელ შესაძლოა ძალმომრეობამ დაგამონოს (არც იმას უნდა შეეგუო), მაგრამ როდესაც ორ (მეტ) ბატონს ემსახურები, ეს უკვე პიროვნული არჩევანია.

თავისუფლება რთულ პასუხისმგებლობას უკავშირდება, თუმცა დილას, თვალს რომ გაახელ, სჯობს შენი გადასაწყვეტი იყოს, რას, როდის და რა მიზნით გააკეთებ. 

ისე, მოკარნახეებსა და გაბატონების მსურველებს რა გამოლევს?!

ვასწავლოთ და გავუადვილოთ ერთმანეთს თავისუფლება - ჩვენც გვეშველება და სხვებსაც ეცოდინებათ, რომ თავისუფალ ერთსულოვნებასთან ბრძოლა ძალიან გაუძვირდებათ.

ღმერთმა და წინაპრებმა ამქვეყნად საკუთარი დრო-სივრცე მოგვცეს და ჩვენი უფლებაა, ამ მიწასა და ამ ცის ქვეშ როგორ ვიცხოვრებთ.

ყოველი ახალი დღე დიდებული გამოწვევაა, რომელსაც საქართველომ იმედით, გარჯითა და გაცნობიერებული პასუხისმგებლობით უნდა უპასუხოს.

ეს არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც სიკეთეს ამრავლებს და არ ამცრობს.

დილა მშვიდობის, ქართველებო!", - წერს მურღულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა