ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს (ვიდეო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პარლამენტში არასამთავრობოებს, დეპუტატებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა.
შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი განხილვა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. დაძაბულობაა როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში, სადაც მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც.