"ომმა რუსეთში გადაინაცვლა..." - "რუსულ მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლები ომს აანონსებენ
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი რუსეთში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაინიდან ომის რუსეთში გადანაცვლებზე წერს.
"და ომმა რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა.
უკრაინიდან ბრიანსკის ოლქში შეჭრილი "რუსული მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლები აცხადებენ, რომ დაიწყეს გამათავისუფლებელი ომი.
ისინი რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, იარაღს მოკიდონ ხელი და დაიწყონ ბრძოლა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ", - წერს ბატიაშვილი.