თეგებით ძიება

"სასიკვდილო საფრთხის წინაშეა საქართველო, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და მთვარობას აკრიტიკებს.

"ლავროვმა საქართველოს მთავრობა იანუკოვიჩის მთავრობას კომპლიმენტად შეადარა.

ქართველებს უნდა გვახსოვდეს რა არის იანუკოვიჩის მთავრობა. ეს იყო ძალა, რომელმაც თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების სამსახური სრულად დააყენა რუსეთის კონტროლის ქვეშ და სრულად მოამზადა ყირიმის დათმობა.

საქართველოშიც იგივე არ ხდება?

ახლა ხვდებით რა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა საქართველო, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში.

გავიგე და მოვედი, სიცოცხლეს ვრისკავ და ჯანმრთელობას ვწირავ“, - წერს სააკაშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა