თეგებით ძიება

"ერთი შვილი მოუკვდა, მეორე თურქეთში წაიყვანა, რომ სიკვდილს გამოგლიჯოს კლანჭებიდან...“ - ბათუმში დაშავებული მცირეწლოვანი ოჯახმა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანა

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ გარდაცვლილის ოჯახმა დაშავებული მცირეწლოვანი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანა. 

"ერთი შვილი მოუკვდა, მეორე თურქეთში წაიყვანა, რომ სიკვდილის გამოგლიჯოს კლანჭებიდან.... დედა კი გათიშული ყავთ ბათუმში გლოვის ზარია დღეს.

ილოცეთ ემიგრანტებო, სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! მე მჯერა 3 წლის დანიელი, მაგრად იქნება და დედმამას დაბრუნდება მე მჯერა, რომ 10 წლის დავიდი ზეციდან დაიფარავს და გადაარჩენს მის პატარა ძამიკოს, დედას და მამას რომ სიცოცხლის აზრი დაუბრუნდეთ ახალგაზრდა მშობლებს.

ხალხო მამა ქედელი ბერიძეა დედა კი უკრაინელია ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ რა უნდოდათ ბატუტზე და ა.ს.შ. დედაც და მამაც ახლდა ბავშვებს წაიყვანეს ბულვარში სასეირნოდ ერთობლივად და ეს ტრაგედია დატრიალდა", - წერს შოთო სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ბათუმის ბულვარზე, ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვენი იმყოფებოდნენ. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი კმძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა