თეგებით ძიება

რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრება ყოველ 7 წელიწადში?

გთავაზობთ 10 ციკლს, თუ რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ.

პირველი ციკლი (0-7 წელი)

პირველი 7 წელიწადის განმავლობაში ბავშვი სრულებით საკუთარ თავზეა ორიენტირებული. მის გარშემო ბრუნავს მთელი სამყარო, ვინაიდან ყველა ცდილობს ასიამოვნოს. თუკი ეს არ ხერხდება, ბავშვი ისტერიკებს აწყობს და სიბრაზეს გამოხატავს. ცხოვრების ამ პერიოდში ბავშვი ნამდვილი ეგოისტია, რომელიც მხოლოდ პირად მე-ზე ზრუნავს.

მეორე ციკლი (7-14 წელი)

7 წლის შემდეგ ბავშვი მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ კონცენტრირდება, უჩნდება ბევრი კითხვა სამყაროსადმი. ღლის მშობლებს დღის განმავლობაში დასმული კითხვებით, უჩნდება უცნაური საქმიანობა. ბავშვი ხდება ფილოსოფოსი ან მეცნიერი, რომელსაც უნდა გაიგოს, თუ როგორ არის სამყაროში ყველაფერი მოწყობილი. შეუძლია დაშალოს სათამაშო იმისათვის, რომ გაიგოს, თუ როგორ მუშაობს; ან მოკლას ქვეწარმავალი იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რა აქვს შიგნით. ბავშვი ინტერესდება სხვა ბავშვებით, ოღონდ იმავე სქესით.

მესამე ციკლი (14-21 წელი)

14 წლის შემდეგ ბავშვს ინტერესი საპირისპირო სქესისადმი უჩნდება. გოგონები და ბიჭები სიყვარულზე იწყებენ ფიქრს, ხშირად ხედავენ ფანტაზიების შედეგად გაღვივებულ სექსუალური ხასიათის სიზმრებს. იწყებენ თავის მოვლას და ბავშვი გადადის უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში.

მეოთხე ციკლი (21-28 წელი)

21 წლისთვის ყველაფერი ნორმალურადაა, კაცებს და ქალებს თავიანთი ყურადღება, სიყვარულის გარდა, სხვა ინტერესებზე გადააქვთ. ხდებიან ამბიციურები და მიილტვიან მატერიალური სტაბილურობისა და წარმატებისკენ. ცდილობენ ბრძოლის შედეგად მიზნების მიღწევას.

მეხუთე ციკლი (28-35 წელი)

ოცდარვა წლის ასაკში უკვე ვაანალიზებთ, რომ არ შეგვიძლია მივიღოთ ის ყველაფერი, რაც გვსურს. ვხვდებით, რომ დროა, ახალ რაღაცებზე ვიოცნებოთ. ვიწყებთ კომფორტისა და სტაბილურობისკენ ლტოლვას, ამბიციური მიზნები კი გვავიწყდება. დგება დრო, როცა უდარდელები აღარ ვართ. ვიწყებთ ფულის შეგროვებას, ვფიქრობთ სახლის შეძენაზე.

მეექვსე ციკლი (35-42 წელი)

ოცდაათი წლისთვის ჩვენი ენერგია პიკს აღწევს, ცხოვრების წრის ნახევარი გავიარეთ და ვიწყებთ ნელ-ნელა დაშვებას. ისეთ ნივთებზე ვამბობთ უარს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების წესს დაარღვევს და ვიწყებთ სიახლეების: მეტაფიზიკის, რელიგიისადმი ინტერესის გაჩენას. წარსულით ცხოვრება კონფორმისტებად გვაქცევს, აღარ გვაშინებს წესებით ცხოვრება, მივიწევთ დისციპლინისა და კონტროლისკენ.

მეშვიდე ციკლი (42-49 წელი)

ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებები იწყებს განვითარებას. თმა გვიჭაღარავდება და ცვენა გვეწყება, კანზე ნაოჭებიც ჩნდება. ეს პერიოდი დაცემისკენ გზის დასაწყისზე მიუთითებს. ვიწყებთ რელიგიაზე სერიოზულად ფიქრს. ჩნდება მოთხოვნილება რაიმე უმაღლესისა და ღვთიურის დამორჩილებისადმი.

მერვე ციკლი (49-56 წელი)

სექსუალური აქტივობა ეცემა. ამ ასაკში მამაკაცებს დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ, ვინაიდან საზოგადოება აქტიურ სექსუალურ როლს ელის მათგან, რაც ეჩვენებათ, რომ არ გააჩნიათ.

მეცხრე ციკლი (56-63 წელი)

ორმოცდათექვსმეტი წლიდან კვლავ ვკარგავთ ინტერესს სხვა ნივთებისადმი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებით, ვიწყებთ რეალური საიდუმლოს ამოცნობაზე ფიქრს. ვხდებით ისინი, ვინც ბავშვობაში ვიყავით, თუმცა ამჯერად მდიდარი შინაგანი ცოდნითა და გამოცდილებით. ვიწყებთ სიკვდილზე ფიქრს, თუ რა დონეზე მშვიდად და ტანჯვის გარეშე გვინდა მოხდეს ეს.

მეათე ციკლი (უკანასკნელი)

70 წლისთვის სიკვდილისთვის ვემზადებით. ადამიანები, როგორც ორსული მუცელში 9 თვის განმავლობაში გრძნობს ნაყოფის განვითარებას, ზუსტად იგივენაირად ხვდება 9 თვით ადრე სიკვდილის მოახლოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა