თეგებით ძიება

ბროკოლის კრემ–სუპი – შესანიშნავი სადილი მთელი ოჯახისათვის

ბროკოლის კრემ-სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები

პატარა ზომის ბროკოლი

4   ჭიქა ქათმის ბულიონი

1   ჭიქა ასათქვეფი ნაღები

4   ჩ/კ ასათქვეფი ნაღები

4   ს/კ უმარილო კარაქი

დაფქული პილპილი

მომზადების წესი:

1. ბროკოლი დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ. ხარშეთ დარბილებამდე, მაგრამ ისევ მკვეთრი მწვანე ფერის შენარჩუნებამდე, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადაწურეთ.

2. ქათმის ბულიონი და 1 ჭიქა ასათქვეფი ნაღები ღრმა ქვაბში მოათავსეთ და აადუღეთ. ბლენდერში ბროკოლი, ბულიონის ნაზავი და კარაქი ნაწილ–ნაწილ ათქვიფეთ (თითო დამატებაზე დაახლოებით 45 წამით). მიღებული პიურე იმავე ქვაბში ჩაასხით. წვნიანი მარილითა და პილპილით შეაზავეთ.

3. აადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე. შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი. თეფშებზე შეგიძლიათ მოასხათ თითო ჩ/კ ნაღები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა