თეგებით ძიება
20. 03. 2023 მსოფლიო

ადრეულმა ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული შეიძლება, ხის კენწეროზე ისწავლეს? - მეცნიერების დასკვნა

როდის დაიწყეს ადამიანებმა ორ ფეხეზე სიარული? მეცნიერები აღნიშნულ შეკითხვას დიდხანს პასუხობდნენ...

ბიპედალიზმი, ანუ წელში გამართულად, ორ ფეხზე სიარული, ადამიანის განმსაზღვრელი მახასიათებელია; მიჩნეულია, რომ ჩვენს უძველეს ნათესავებში ის მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ტყეებიდან ღია სივრცეებში გავიდნენ.

გარეული შიმპანზეების ქცევებზე ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ბიპედალიზმის ევოლუცია შეიძლება წარმოადგენდა სტრატეგიას, რომელიც პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა ჩვენი შორეული ნათესავები ჯერ კიდევ ხის ტოტებზე დახტოდნენ.

მეცნიერებს უკვე დიდი ხანია აინტერესებთ, ჩვენს წინაპრებს ბიპედალიზმისკენ საცხოვრებელი გარემოს (ჰაბიტატი) შეცვლამ უბიძგა, თუ ორ ფეხზე სიარულის უნარი მათ ჯერ კიდევ ტყეებში ჩამოუყალიბდათ და შემდეგ ეს ღია მდელოებზე გასვლისასაც გამოადგათ.

„ამ დრომდე, ბიპედალიზმის ევოლუციის შესახებ არსებული მრავალი ჰიპოთეზა იზიარებდა იდეას, რომ ჰომინინები (ადამიანის წინაპრები) ხეებიდან დაბლა ჩამოვიდნენ და წელში გამართულად სიარული მიწაზე დაიწყეს, განსაკუთრებით უფრო მშრალ, ღია ჰაბიტატებში, სადაც არ იყო ტყის საფარი. თუმცა, ჩვენი მონაცემები ამას არ ეთანხმება“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიოლოგიური ანთროპოლოგი ფიონა სტიუარტი.

წყარო: პირველი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა