რატომ არ აგიჩუყდათ გული მაშინ, როცა სასტიკად გაუსწორდით ჩემ ოჯახს - ბადრი ესებუა
ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე საქმის მთავარი მოწმე, ავთო გალდავა გამოიკითხა, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მას ბადრი ესებუამ მიმართა და მისი მისი დაკავება მიულოცა.
„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება. როგორც ჩანს, ეს დიდი მიღწევაა. მე ის გამიხარდებოდა, როგორც მე შემებრძოლეთ და ჩემს ოჯახს, ისე შეებრძოლოთ ჩვენს მტერს. რაც შეეხება ჩემს კითხვას, როცა თქვენ ჩვენებას აძლევდით, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული, მე მაინტერესებს რატომ არ აგიჩუყდათ გული მაშინ, როცა ასე სასტიკად გაუსწორდით ჩემს ოჯახს, როცა ჩემი უდანაშაულო ძმა გაუშვით ციხეში ოთხი წლით და ჩემს ნათესავებსაც იგივე „ტრიუკი“ გაუკეთეთ“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ.