თეგებით ძიება

არ მჯერა...7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა - მამუკა მდინარაძე მაკო ჯაბუას სკანდალურ ბრალდებაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილის მიმართ ჟურნალისტ, მაკო ჯობუას ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ყველაფრის არ სჯერა.

"ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი Post TV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა არ გახსენებია და ახლა გაახსენდა

მე არ მჯერა....უნდა მჯეროდეს აუცილებლად? ისე გაბრაზებული და თვალებს რომ დამიქაჩავთ რა მოხდება ამით, შევშინდები თუ რა? აპრიორი კი არ ვამბობ, ლოგიკაა ასეთი.... თქვენ მგონი თანამონაწილე გახდით იმ რაღაც კამპანიის, რასაც ჰქვია ფაშისტური მიდგომები. "როგორ არ გჯერათ" ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა, ჩემი აზრი ესაა და თქვენ ნუ მაიძულებთ, რომ სხვა აზრზე გადავიდე", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით  ისტორია გაიხსენა, სადაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა