ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა "ვივა მედის" განცხადებას ეხმაურება და მას გაუგებარს უწოდებს.
ადვოკატის თქმით, საპატიმროში სააკაშვილის გადაყვანა სასიკვდილო განაჩენი იქნება.
„ცოტა გაუგებარი განცხადება იყო. „გადაიყვანეთ სხვა დაწესებულებაში, მივმართავთ პენიტენციურს“ - რა იგულისხმებოდა ამაში? ციხეში დაბრუნება? წარმოუდგენელია ამ ადამიანის ციხეში დაბრუნება. ჩათვალეთ ეს არის მისთვის, სასიკვდილო განაჩენი.
ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენ გავიგოთ, რომ ის გარდაიცვალა. ადამიანს, რომელსაც აქვს კახექსია, დემენცია, 47 დაავადება და ეს ყველაფერი განუვითარდა „ვივამედში“, რას ნიშნავს ახლა ეს განცხადება გაუგებარია და მიუღებელი“, - აცხადებს ხაჭაპურიძე ტვ „პირველთან“.
შეგახსენებთ, "ვივა მედმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა პენიტენციურ დაწესებულებას მიმართავს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.