მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო მზადაა, ანტიკორუფციულ ბიუროსთან ითანამშრომლოს.
„ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ზოგადად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან ეფექტიანი, მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ქვეყანაში კორუფციის აღქმებს, მთავრობის კეთილსინდისიერებას, ქრთამის აღების რისკებს, საჯარო სერვისების ეფექტიანობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას ეხება, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.