თეგებით ძიება

"არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში დიდ ენთუზიაზმს.

"12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია. ამ სამიდან ორი ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და მივყვებით დეტალურად თითოეულ ფრაზას. არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში, მაშინ, როცა ის გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, - აცხადებს მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა