"არ მეგონა, ჩემი შვილის მონატრების გარდა, კიდევ რამე თუ შეძლებდა ჩემი გულის აჩუყებას..." - რას წერს ნეკა დოროყაშვილი?
მოდელი, ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ ქამარს ძალადობაში ადანაშაულებდა, ქალების მიერ საქართველოში გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი გმირობა არის.
"ეს დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. რა სამწუხაროა, რომ მე ფიზიკურად ვერ ვარ თქვენთან ერთად და, ამავდროულად, როგორო საამაყოა, რომ ჩემს ქვეყანაში დღეს ასეთი ძლიერი ქალები აქციაზე დგანან და იბრძვიან სიმართლისთვის, სამართლისთვის და ჩვენი საქართველოს ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ჩემთვის ახლა ამ ყველაფრის ნახვა ასმაგად სენსიტიურია, შეუძლებელილია, ახლაც ცრემლების შეკავების გარეშე ამ ყველაცრის ყურება, რადგან სხვა კონტინენტიდან მიწევს ონლაინ რეჟიმში თქვენთან ერთად ყოფნა, თქვენთან ერთად ბრძოლა ჩვენი სიმართლისთვის!!! ნამდვილად საამაყოა ჩემთვის თქვენი სიძლიერე, თქვენი გამბედაობა! მე კარგად ვიცი და კარგად ვიწვნიე, როგორი რთულია ჩვენს ქვეყანაში ხმამაღლა საუბრი ძალადობაზე! ფაქტობრივად, ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანაში გმირობის ტოლფასია! მე ზუსტად ვიცი და მესმის ყველა ქალის ხმა, იმ ყველა ქალის ხმა, რომლებიც ახლაც გიყურებენ თქვენ, უყურებენ ჩემს ბრძოლას სასამართლოში, სადაც ჯერჯერობით სამართალი ვერ ვნახე და დღემდე ეშინიათ ძალადობაზე ხმამაღლა საუბარის! ჩვენ ერთად უნდა გადავტეხოთ წელში ეს სტიგმა და ჩვენ ჩვენი ერთიანობით გავაძლიეროთ ყველა ქალი, რომლებიც ახლაც, ამ წამს ძლადობის მსხვერპლია და ცხოვრება უწევს ჯოჯოხეთში! ჩვენ ისტორიას ვქმნით და ამ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. მიყვარხართ მე თქვენ! არ მეგონა, ჩემი შვილის მონატრების გარდა, კიდევ რამე თუ შეძლებდა ჩემი გულის აჩუყებას.
Go Girls! თათია სამხარაძე, ანანია გაჩეჩილაძე, მაკო ჯაბუა!
ფუნდამენტალური ცვლილებების დროს, ხშირად ადამიანებს უჭირთ დაინახონ რა არის წინ, თუმცა გამარჯვების შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება. იმ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა მომავლის და დიდი ცვლილებების, მინდა, ვუთხრა, ნუ დადგებით ისტორიის არასწორ მხარეს. ამ პროცესში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალი და შეუვალია. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ღირსეულ სახელმწიფოს ძალადობის გარეშე, სახელმწიფოს, დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო ღირებულებებით, სადაც ადამიანს არ ჩაგრავენ, არ ძალადობენ, არ კლავენ, არ ამცირებენ მისი სქესის ან რაიმე სხვა დისკრიმინაციული ფაქტორის გამო. საქართველოს მომავალი დღესავით ნათელია. ამ სიძნელეებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს ხედვა, ძალა და მოქმედების სურვილი. ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ", - წერს დოროყაშვილი.