"არა, ტრამპი არ დაუჭერიათ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ქართველი ჟურნალისტი ამერიკიდან?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ დაუკავებიათ.
"ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა.
რადგან ჰედლაინები დამაბნეველია, დავწერ ქართულად:
არა, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი არ დაუჭერიათ;
ახლა ხდება მისი processing - საბუთებს ავსებენ, უღებენ თითის ანაბეჭდებს;
ამის მერე (წუთი-წუთზე), ტრამპი შევა სასამართლო დარბაზში, სადაც კამერები არ არიან, მოსამართლე მას ოფიციალურად წარუდგენს ბრალს;
მხოლოდ ამის მერე შეიძლება (თუმცა ნაკლებ სავარაუდოა), მოსამართლემ გასცეს მისი დაკავების ბრძანება.
დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს თან არ აქვთ ტელეფონები/ლეპტოპები. ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გვეცოდინება, სანამ დარბაზს ჯერ ტრამპი და მერე ჟურნალისტები არ დატოვებენ", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა დონალდ ტრამპის დაპატიმრების შესახებ ინფორმცია.