თეგებით ძიება

„მაგრად ვიცინებდი, "უცნობის" შვილი რომ განუდგეს მამამისს - "მეპაზორება" ჩემს თანატოლებში მაგ კაცის შვილი რომ მქვია და საერთოდ, გრეჩიხების დედაცო...“ - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში მომღერლისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ შესახებ წერს.

„მამებზე და შვილებზე ვფიქრობ მეორე დღეა და მივხვდი, კია მძიმე, სათუთი და ფაქიზი თემა, სენსიტიური და მოსაფრთხილებელიც, მაგრამ მაინც გამიხარდებოდა და მაგრადაც ვიცინებდი "უცნობის" შვილი რომ გაიჩითოს უცებ და განუდგეს მამამისს - "მეპაზორება" ჩემს თანატოლებში მაგ კაცის შვილი რომ მქვია და საერთოდ, გრეჩიხების კლანის დედაცო... დახიოს დაბადების მოწმობა, გაიხადოს კევინ კლაინის ტრუსები და ერთი ზურგჩანთით გადასახლდეს მეგობართან გლდანში. 

მარა არ მოხდება ეგ არასდროს. არაა ვაკე ასე ადვილად დასათმობი თემა“, - წერს ჟვანია.

ცნობისთვის, 2 დღის წინ, „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა მამა გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა