თეგებით ძიება

შავ ღვინოში შეღებილი კვერცხი - რეცეპტი

სააღდგომო კვერცხის შესაღებავად უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა შავ ღვინოში კვერცხის შეღებვის შესახებ ბევრმა არ იცის. 

თათო ავალიშვილის რეცეპტის მიხედვით, კვერცხი ღვინოში იხარშება, რომელსაც შემდეგ ბრჭყვიალები უჩნდება. 

თათო ავალიშვილი: ეს სააღდგომო კვერცხი ძალიან საინტერესოდაა შეღებილი - წითელ ღვინოში, ბრჭყვიალები, რომელსაც ხედავთ თავისით უჩნდება. 

მაშ ასე, ღვინოში ვაწყობთ კვერცხს, ჩვეულებრივად ვხარშავთ, შემდეგ ვტოვებთ ღვინოში დაახლოებით 12 საათი.

არ მოურიოთ, არ ჩადოთ კოვზი, საერთოდ არ გაეკაროთ, სანამ ღვინოშია. სადაც თითი მოხვდება, ან კოვზი, ბრჭყვიალები აღარ იქნება.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა