როგორ გახდა რეზო გაბრიაძის საათიანი კოშკი თბილისის არქიტექტორული სიმბოლო
ქუჩის საათის კოშკი მსოფლიოს ბევრი ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამონაკლისი არც საქართველოა. 2010 წელს მარიონეტების თეატრის გვერდით გენიალურმა რეჟისორმა, სცენარისტმა და მხატვარმა რეზო გაბრიაძემ საათიანი კოშკი ააშენა, რომელიც როგორც არქიტექტურული, ისე კულტურული თვალსაზრისით უნიკალურია.
კოშკის საათის თავზე ლამაზად მოხატული კარი მდებარეობს, რომელიც საათში ერთხელ იღება, იქიდან ანგელოზი გამოდის და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, კოშკთან შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა. ამ ზღაპრული სანახაობის სანახავად თბილისის საათიან კოშკს, უამრავი ტურისტი სტუმრობს. კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა.
2019 წელს გაბრიაძის კოშკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ინტერნეტგამოცემა Atlas Оbscura-მ გაბრიაძის საათის კოშკი 2019 წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საათის ძეგლების სიაში შეიტანა. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ცნობილი ქუჩის საათის კოშკის ნახვას.
ბიგ ბენი
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
წმინდა მარკოზის საათის კოშკი
ვენეცია, იტალია
ფილადელფიის მერიის შენობის კოშკი
აშშ
საათების კოშკი მექაში
საუდის არაბეთი
ასტრონომიული საათი პრაღაში
ჩეხეთი
მარიენპლაცის საათი
მიუნხენი, გერმანია