თეგებით ძიება

"ამ ფოტო სიმბოლოს კიდევ ერთი გმირი ყავს..." - 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სურათის უცნობი ისტორია

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე 9 აპრილის სიმბოლო ფოტოზე წერს და აღნიშნავს, რომ სურათზე აღბეჭდილი ქალის, ნანა მახარაძის გარდა, ამ ფოტოზე აღბეჭდილია კიდევ ერთი გმირი.

"ხომ მომკალი გურია მე შენ..

 ჯერც რა ლამაზი ხარ.

მერე საიდან ცვივა ეს ამდენი გადარეული და მომღიმარი  ვარსკვლავიი..   

სიდანააა ბჯოო, სიდან ამდენი სიხასხასეეეეე და სიკისკსეე ..

  9 აპრილის გახმაურებული ფოტო გახსოვთ? 

  გოგონა დროშით, მეჩითოვის..

 წინ "მაშინა" რო დგანაა, ე, მაგიია იგი.

ერთადერთი მანქანა იყო, რომელსაც ჰქონდა ქართულდროშიანი სანომრე ნიშნები

და დატასაობდა უშიშრად.. 

ეკიდა სუკი და  მილიციაა  

მითხარით, რომ ტყუილად შემხვდა ოზურგეთის სასტუმროს  დაცვაში და რომ  ის ამ სიმბილოს ნაწილი არააა  . ..  

სარო სარიშვილი (Saro Sarishvili ) დაგუგლეთ, მოეფერეთ და უთხარით, რომ  გმირობაა, კი, იმ დროს ქართული დროშიანი  სამანქანე ნომრები და სამშბლოს სიყვარულში დიდი და პატარა  საქმეები არ არსებობს და მის სუყვარულში ყველაფერი  ღირებულია.

 ვინც იცოდით ეგ ამბავ, გამომზიურდით. ჩემთვის უმაგრესი  სურპრიზი  იყო....

დილა მშვიდიბისა, თანამებრძოლოო. შენი ფოტო ვნახე ფბ.ზე  9  აპრილისო.. 

სასტუმროს მგონი, "პლაზა" ქვია. დაცვა. დაცვა  ადგილზეე.

პ.ს.  ე.ი. ამ ფოტო  სიმბოლოს კიდევ ერთი გმირი ყავს - ბიჭი ქართულდროშიანი სანომრე ნიშნით", - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა