თეგებით ძიება

შესაძლოა, სიცივეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სასარგებლო ეფექტი ჰქონდეს? - მეცნიერების დასკვნა

 შესაძლებელია, რომ სიცივეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სასარგებლო ეფექტი ჰქონდეს.

ჩატარებულმა კვლევებმა ამ დამაინტრიგებელი ფენომენის მიღმა არსებული რამდენიმე მიზეზი გამოკვეთა. ამჯერად კი, კიოლნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭიაყელებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი გამოავლინეს: სიცივე იწვევს პროცესს, რომლის წყალობითაც, დაზიანებული ცილები უჯრედიდან გამოიდევნება.

რამდენიმე ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც სიბერეში გვემართება, მათ შორის ალცჰაიმერი და პარკინსონი — დაკავშირებულია ცუდი ცილების დაგროვებასთან; შესაბამისად, იმის აღმოჩენა, თუ როგორ მოქმედებს დაბალი ტემპერატურა ამ პროცესზე, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ დაავადებათა პოტენციურად შენელების ან შეჩერების გზების საპოვნელად.

სიცივეში ჯდომა თერაპიის გზა ალბათ მალე ვერ გახდება, მაგრამ იმ პროცესების შესწავლა, რასაც სიცივე იწვევს, შეიძლება მიზანმიმართული მკურნალობის მეთოდის შექმნაში დაგვეხმაროს.

„უკიდურესად დაბალი ტემპერატურა საზიანოა, მაგრამ სხეულის ტემპერატურის ზომიერმა შემცირებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეგრძელობაზე სიცივის ეფექტების შესახებ საუკუნის წინაც იყო ცნობილი, ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს დაბალი ტემპერატურა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელობაზე“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა