3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
შესანიშნავი დროა ახალი წამოწყებებისთვის - ჩაეწერეთ უცხო ენის, ცეკვის ან მანქანის მართვის შემსწავლელ კურსებზე. შეგიძლიათ ძველი, უინტერესო საქმეები გვერდით გადადოთ და რაღაც ახალი და საინტერესო პროექტი დაიწყოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მიიზიდოთ. გაიხსენეთ ძველი მეგობრები და გაიცანით ახლები. ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა ენერგიით აგავსებთ.
კურო
ამ დღეს ენერგიითა და პოზიტიური აზროვნებით იქნებით სავსე. უარყოფით კომენტარებს ან უსიამოვნო სიტყვებს ყურადღება არ მიაქციოთ, სულ ერთია, ეს კოლეგებისგან იქნება თუ ოჯახის წევრებისგან. ეცადეთ თქვენი მიზანი მკაფიოდ განსაზღვროთ და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ეს დროა შესაფერისია ახალი პროექტის დაწყების ან მოგზაურობის დაგეგმისთვის.
ტყუპები
საქმეებითა და მრავალფეროვანი პროექტებით დატვირთული დღეა. სწრაფად მოქმედებთ და გადაწყვეტილებებს ოპერატიულად იღებთ. უმჯობესია ტემპი ცოტათი შეანელოთ, თორემ დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ. ამ დღეს ემოციების მოთოკვა მნიშვნელოვანია. მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. სერიოზული არაფერია, თუმცა სასურველია, რომ პროფილაქტიკური მკურნალობა დაიწყოთ.
კირჩხიბი
მშვიდი და წარმატებული დღეა. თქვენი პროფესიული და ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად ვითარდება. შეგიძლიათ ძველი, უინტერესო საქმეები გვერდით გადადოთ და ახალი პროექტი დაიწყოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მიიზიდოთ. სამსახურში ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და თქვენს ძალისხმევას აუცილებლად შეამჩნევენ. მარტოხელა კირჩხიბს შეიძლება გრძნობა ისე მოულოდნელად ეწვიოს, რომ დიდხანს ვერ გააცნობიეროს.
ლომი
ეს დღე პოზიტიური ენერგიით სავსეა. შესანიშნავი დროა ძველ მეგობრებთან ან კლასელებთან შესახვედრად. ერიდეთ ჭორებსა და ზედმეტ ემოციებს. ამ დღეს თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყველა ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი დაიცვათ. ხანდაზმული ლომებისთვის სუფთა ჰაერზე სიარული და მსუბუქი ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.
ქალწული
მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელია შეფერხება. ამან შეიძლება გაგაღიზიანოთ, მაგრამ ეცადეთ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მთელი ყურადღება ჯანმრთელობაზე გადაიტანოთ და ზედმეტ სტრესს მოერიდოთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენი ამოცანა შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაა. ნუ ინერვიულებთ თუ სამსახურში თქვენი შრომა სათანადოდ არ დაფასდა - მომავალში თქვენი ავტორიტეტი აუცილებად გაიზრდება. ამ დღეს ახალი წამოწყება სარგებელს არ მოგიტანთ, ამიტომ აჯობებს, სამომავლოდ გადადოთ. თუ წარსულში სხვა ადამიანების ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღეთ, დროა, ეს დაასრულოთ. ზრდასრული ადამიანები საქმეს თავს დამოუკიდებ;ადაც გაართმევენ, ამიტომ ჯობს საკუთარ საქმეებს მიხედეთ.
მორიელი
ენერგიით სავსე ხართ და ვარსკვლავებიც მხარს გიჭერენ, ამიტომ შეგიძლიათ ახალი იდეების განხორციელებას შეუდგეთ. გაითვალისწინეთ, რომ არასტანდარტული ხედვა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. იდეალური დღეა სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის. საღამო მეგობრებთან გაატარეთ – ეს ძალას შეგმატებთ.
მშვილდოსანი
ქაოსური, მაგრამ ძალიან საინტერესო დღე გელით. შეიძლება სამსახურში რამდენიმე საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ დათანხმება არ იჩქაროთ – კარგად დაფიქრდით და საუკეთესო ვარიანტი აირჩიეთ. შეიძლება წინააღმდეგობებს გადააწყდეთ, მაგრამ მთავარია, არ დანებდეთ. საღამოს ხმაურიან ადგილებს ერიდეთ და ეცადეთ დასვენებისთვის წყნარი ადგილი მონახოთ. ერიდეთ კონფლიქტებს და საკუთარი შეხედულებები თავზე არავის მოახვიოთ.
თხის რქა
მშვიდი და სასიამოვნო დღეა. შესაძლოა, ახლობლებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ. შოპინგითვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მაღაზიებს და ბაზრობებს ახლოს არ გაეკაროთ. თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ.
მერწყული
ამ დღეს მატერიალურ საკითხებზე ნაკლებად უნდა იფიქროთ და მეტი დრო სულიერ განვითარებას დაუთმოთ. სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. უმჯობესია ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ და რჩევა გამოცდილ კოლეგებს თხოვოთ. თანაგრძნობა გამოიჩინეთ და დაეხმარეთ ადამიანს, რომელიც დახმარებისთვის მოგმართავთ.
თევზები
ამ დღეს ყველაზე მეტად ხალხმრავალ ღონისძიებებს და სარისკო მოქმედებებს უნდა ერიდოთ. თუ შესაძლებელია, ურთიერთობები შეზღუდეთ და განმარტოვდით. ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ და სიმშვიდით დატკბით.